| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდრიხ პაროტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კარსლუე, გერმანია. ფრიდრიხ პაროტის სახელს უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპედიციები. 1811-1812 წლებში, ჯერ კიდევ სტუდენტმა, პირველად იმოგზაურა კავკასიაში მინერალოგ მორის ფონ ენგელჰარდტან ერთად. მოგზაურობის მიზანი მეტეოროლოგიური კვლევების ჩატარებასთან ერთად, შავი და კასპიის ზღვების დონეებს შორის განსხვავების ბარომეტრით გაზომვა იყო. მოგზაურმა კვლევის შედეგები 1815 წელს, წიგნში "მოგზაურობა ყირიმსა და კავკასიაში" გამოაქვეყნა. 1829 წელს პაროტი კავკასიაში არარატის მთის საკვლევად და სამხრეთ კავკასიაში საბუნებისმეტყველო და მეტეოროლოგიური კვლევების ჩასატარებლად გაემგზავრა. მკვლევარმა ამ მოგზაურობის შესახებ ორტომეული ნაშრომი "მოგზაურობა არარატისკენ" გამოაქვეყნა. ნაშრომში მოცემულია საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებ. მოგზაური, ალპინისტი, ნატურალისტი. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.129
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

