The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ანელი

ნიკო ანელი
Legal name:ნიკოლოზ ანელი
Date of birth:19 December, 1908
Date of death:1987  (at 78 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1923 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის ინსტიტუტში მუშის, ლაბორანტის, ასისტენტისა და დოცენტის თანამდებობებზე. 1955-1959წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დეკანის თანამდებობაზე. 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაკობოტანიკის განყოფილებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო 1932 წელს დაარსებულ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. 1959 წლიდან - ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მისი მოღვაწეობა მცენარეთა ანატომიის შესწავლას მიეძღვნა. მან ამ სფეროში ახალი ფურცელი ჩაწერა და ფართო აღიარება მოიპოვა. მის მიერ მცენარეთა მორფოლოგიურ-ანატომიური სტრუქტურების ნატიფმა და სრულყოფილმა აღწერამ, ნათელი მოჰფინა მცენარის აგებულების კანონზომიერებას. მან განავითარა და გააუმჯობესა ფარმაციაში მეტად საჭირო ევოლუციური და კლასიფიკაციური სადიაგნოსტიკო ნორმატივები და ტაქსონების იდენტიფიკაცია მორფო-ანატომიური სტრუქტურების საშუალებით. 1959 წლიდან მის მიერ შესწავლილ იქნა მეტად საჭირო და პერსპექტიული მცენარეების ანატომიური სტრუქტურა. იგი მონაწილეობდა აღნიშნულ მცენარეებზე ფარმაკოპეის სტატიების შედგენაში. მთლიანად მის მიერ შესწავლილია 140 ოჯახის, 600 გვარის, 1800 სახეობა. მცენარეთა სისტემატიკისა და ანატომიური აღნაგობის შესწავლის შედეგები სამკურნალო მცენარეთა ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტებშია ასახული. მისი ხელმძღვანელობით მცენარეთა უმაღლესი ანატომიის დარგი განვითარდა, გამოვლინდა რიგი თავისებურებანი ფოთლის ყუნწის ანატომიური სტრუქტურის შესახებ, რომლის აღწერასაც მან რამდენიმე მონოგრაფია მიუძღვნა (1962, 1976, 1980). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი შრომა. მორფო-ანატომიურმა კვლევებმა გამოხმაურება პოვა მთელ რიგ ქვეყნებში: ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, საბერძნეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, მექსიკა, კუბა, ამერიკა. გარდა მცენარეთა მორფოლოგიურ-ანატომიური შესწავლისა, დიდი ღვაწლი მიუძღვის ინსტიტუტის საჰერბარიუმო ფონდის შექმნასა და გამდიდრებაში. მან პირველმა შეადგინა საკოლექციო მცენარეების სრული სია, რომელიც ანბანური წესითაა დალაგებული. ანელის ხელმძღვანელობით ტარდებოდა საინტერესო რესურსოლოგიური და ფარმაკობოტანიკური საექსპედიციო სამუშაოები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ინსტიტუტის საჰერბარიუმო ფონდი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფერადი სინათლის გავლენა თესლების აღმონაცენებსა და მათ შემდგომ განვითარებაზე", დაიცვა 1940 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღეროს გამტარი სისტემის ანატომია და სისტემატიკა", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები  = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.64-70

Awards and Honors

  • 1965 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: