The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კოზმანაშვილი

შოთა კოზმანაშვილი
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა ივანე ჯავახიშეილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკური ფაკულტეტი 1968 წელს; ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1976 წელს.

1972-1981წწ. მუშაობდა საკავშირო მაგისტრალური კავშირგაბმულობის და ტელევიზიის ტერიტორიულ ცენტრში განყოფილების გამგედ; 1981-1982წწ. თბილისის შამპანური-ღვინოების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე; 1982-1985წწ. თბილისის გლდანის რაიკომის მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; 1985-1991წწ. თბილისის გლდანის რაიონის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის უფროსი; 1993-1999წწ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის მოსამართლე; 1994-1997წწ. საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიური წარმომადგენლი ავსტრალიაში; 2001-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის პროფესორი; 1997-2005წწ. საქართველოს საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის პროფესორი; 2002 წლიდან სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრებო კვლევითი ცენტრის "ალტ-ექსპერტი" დირექრტორი; დამფუძნებელია შემდეგი კომპანიების: შ.პ.ს "იოლი", "მონოპოლი", "ტრანსნაციონალური კომპანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი", "მშენინდუსტრიალ კომპანი", "გაზინდუსტრიალ კომპანი", საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრი "ალტ-ექსპერტი", "საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია", "ინვესთმენტპრემიერ გრუფი", მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტერ-კრედიტი", "კოზტრანსი", "ლენდი". პროფესორი.

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.142

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის სასამართლო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი
  • საქართველოს სასამართლო მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (2002-)

გააზიარე: