The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაქს ფონ ტილმანი

მაქს ფონ ტილმანი
Date of birth:4 April, 1846
Date of death:2 May, 1929  (at 83 years)
Category:Diplomat, Explorer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბერლინი, გერმანია.

განათლება მიიღო ბერლინსა და ჰაიდელბერგში.

1864 წელს გახდა საქსო-ბორუსიის კორპორაციის წევრი. დიპლომატიურ სამსახურში შესვლის შემდეგ მსახურობდა გერმანიის საელჩოებში სანქტ-პეტერბურგში, კოპენჰაგენში, ბერნში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და სტამბოლში. 1886 წელს გახდა გენერალური კონსული სოფიაში. 1888-1894 წლებში იყო პრუსიის დესპანი დარმშტადტში, ჰამბურგსა და მიუნხენში. 1895-1897 წლებში მსახურობდა ელჩად ვაშინგტონში. 1897 წელს მიიწვიეს სახელმწიფო მდივნად იმპერიის ხაზინაში. ეს თანამდებობა ეკავა 1903 წლამდე. 1909 წლიდან იყო პრუსიის ზედა პალატის წევრი. 1872 წელს მაქს ფონ ტილმანმა იმოგზაურა კავკასიაში, სპარსეთსა და ამერიკაში. 1875 წელს კი, გამოსცა წიგნი "მოგზაურობა კავკასიაში, სპარსეთსა და აზიურ თურქეთში", რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი ცნობაა კავკასიის შესახებ და ღირსეულ ადგილს იკავებს ამ საუკუნის მკვლევარ-მოგზაურთა ჩანაწერების გვერდით. მაქს ფონ ტილმანი წერს შავი ზღვის სანაპიროებზე – სოხუმზე, ფოთზე, გვაცნობს კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს. ცალკე თავად არის გამოყოფილი კავკასიელი მთიელი ხალხის ცხოვრება და წეს-ჩვეულებები. შესწავლილი აქვს ქუთაისი და სამხრეთ საქართველო. მოგზაური ყველაზე მეტად სვანეთმა მოხიბლა. ნაშრომში დეტალურად არის აღწერილი სვანეთის ბუნება, მწვერვალები, სვანი ხალხის ტრადიციები და ხასიათი. მოგზაური. 

წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.134

Bibliography


Share: