The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრის­ტიან რუდოლფ ელი­ხი

სხვა სახელი:იაკობ რეი­ნეგ­სი
დაბადების თარიღი:1744
გარდაცვ. თარიღი:1793  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, ექიმი

ბიოგრაფია

18 წლის ასაკში ლაიფციგში გაემგზავრა, სადაც ქიმიას, ფიზიკას, მინერალოგიას, აღმოსავლურ და ევროპულ ენებს სწავლობდა. 1768 წელს კი ევროპაში მოგზაურობა დაიწყო. 1773 წელს უნგრეთში მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია დაიცვა და უნგრელ პრინც კოჰარისთან ერთად, აღმოსავლეთში გაემგზავრა. 1776 წელს ვენეციის გავლით კონსტანტინოპოლში ჩავიდა, 1778 წლის ზაფხულში კი ტოკათ-ერზრუმიდან ყარსის გავლით  ეჩმიაძინის მონასტრის მოსანახულებლად გაემგზავრა. პოტიომკინის წინადადებით, სომხების განთავისუფლების ინიციატივა ეჩმიაძინის პატრიარქისგან უნდა წამოსულიყო, ამიტომ მან კათოლიკოს ღუკასთან დოქტორი ქრისტიან რუდოლფ ელიხი (იაკობ რეინეგსი) გაგზავნა, რომელმაც  მთავრის წერილი და საჩუქარი, ასევე მთავარეპისკოპოს იოსების, ი. ლ. ლაზარევის და მანუჩარიანის წერილები ჩაუტანა. შემდეგ კი გერმანელი ექიმი, დიპლომატი, მეცნიერი და პოლიგლოტი საქართველოში მეფე ერეკლე მეორის მოწვევით ჩამოვიდა. ქრისტიან რუდოლფ ელიხს წიაღისეულის შესწავლისა და სამხედროთა მომზადების გარდა, მკურნალობისა და წამლებით მომარაგების ევროპული მეთოდების დანერგვა ევალებოდა. კავკასიაში ყოფნამ და ზოგიერთი პროვინციის დაწვრილებით შესწავლამ, მოგზაურს საშუალება მისცა შეეგროვებინა საინტერესო მასალა და დაეწერა ვრცელი ნაშრომი. იგი მხოლოდ სამი წლით დარჩა საქართველოში, ქრისტიან რუდოლფ ელიხმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XVIII საუკუნის საქართველოს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ("Всеобщее историческое и топографическое описание Кавказа". Кавказ : Вып. 3: Европейские дневники XIII-XVIII веков. Нальчик, 2010. С.179-201). ქრისტიან რუდოლფ ელიხმა სანქტ-პეტერბურგში გამგზავრების შემდეგ პოტიომკინს წარუდგინა მოხსენება საქართველოს მდგომარეობის შესახებ. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებშიკოლეგიის მრჩეველი, სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი და სამედიცინო საბჭოს სამეცნიერო მდივანი.

წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.136; vostlit.info


გააზიარე: