| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის განხრით 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1981 წელს. 1981 წლიდან გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სახელშეკრულებო წესით გაფორმებული თანამშრომელი; 1981-1982წწ. თბილისის 83-ე რუსული საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი; 1982 წლიდან ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სამმართველოს მთარგმნელი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქული ენის კათედრის პედაგოგი; 1995-1996წწ. თურქეთში ანკარის უნივერსიტეტის, ლინგვისტიკის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტების მიწვეული მეცნიერ - თანამშრომელი; 1996-2005წწ. თურქეთის, ანკარის, ბილქენთის უნივერსიტეტების, მუსიკისა და სასცენო ხელოვნების ფაკულტეტის, თეატრალური რეჟისურის, სამსახიობო ხელოვნების, სამსახიობო მოძრაობის ლექციებისა და სპექტაკლების მთარგმნელ-თარჯიმანი (თანმიმდევრული ზეპირი, წერითი); 2005-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თურქოლოგიის დეპარტამენტის, ენათა ცენტრის პედაგოგი, ასისტენტ პროფესორი; 2014-2021წწ. თურქეთი, დუზჯეს უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, კავკასიური ენებისა და კულტურების განყოფილების, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მოწვეული პროფესორი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2007-2008წწ. საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადიოდა მისი საავტორო გადაცემა "ვისწავლოთ ქართული" (თურქებისათვის); თურქეთის უნივერსიტეტებში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ქების სიგელი და მადლობის წერილი; სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქული ენა (ყველა საფეხური); თარგმანი და თარგმანის თეორია; სათარჯიმნო პრაქტიკუმი; ოსმალური ენა (ბაკალავრიატში); თურქულ ენათა შედარებითი გრამატიკა; თურქული დრამატურგია; თურქოლოგიური ენათმეცნიერება; თურქების ყოფითი კულტურა (თურქულად); თურქული ფრაზეოლოგია (თურქულად); სამედიცინო დოკუმენტების თარგმნის პრაქტიკული კურსი (მაგისტრატურაში); ქართული ენა (თურქი ოფიცრებისათვის და საქართველოში მცხოვრები არაქართველებისათვის, პროგრამა 4+1); თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტში: ქართული ენა; თანამედროვე, ახალი და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია; ფოლკლორი; რუსული ენა; აკადემიური წერა; დიალექტოლოგია; ქართული ხელოვნება; ქართული კულტურა; საქართველოს ისტორია; ქართულიდან თურქულად და პირუკუ თარგმნა, სამეცნიერო ტექსტის თარგმნა (ბაკალავრიატში); სამეცნიერო-კვლევითი მეთოდები; ქართული სალიტერატურო ენის ნორმები; ქართული ტერმინოლოგია; ქართულ-თურქული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები (მაგისტრატურაში); მისი კვლევის სფეროებია: თურქული ენა (გრამატიკა, ლექსიკა, ლექსიკოგრაფია, სიტყვაწარმოება, ფრაზეოლოგიზმები, ქართულ ენაში შესული აღმოსავლური წარმოშობის ნასესხები სიტყვები); აღსანიშნავია მისი მონოგრაფია "კორპორალური ლექსიკა თურქულში" (2025), ეძღვნება კორპორალური, ანუ ადამიანის სხეულის ნაწილების აღმნიშვნელი, ლექსიკის სემანტიკურ-გრამატიკულ სისტემის დახასიათებას თურქულში. საინტერესოა ლექსიკონი "საერთო აღმოსავლური ლექსიკა თანამედროვე თურქულსა და ქართულ ენებში" (2026), წარმოდგენილია აღმოსავლური წარმომავლობის ორივე ენისათვის საერთო ათასამდე სიტყვა; თარგმნის მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას თურქულიდან ქართულად, ქართული და რუსული ენებიდან თურქულად; მისი თანაავტორობით თურქულად თარგმნილია და ადაპტირებული ნ. ჭანიშვილის წიგნი "ქართული ენის სახელმძღვანელო" (2024), სახელმძღვანელო განკუთვნილია თურქეთის იმ ოთხი უნივერსიტეტის (ყარსი, არტაანი, რიზე, დუზჯე) სტუდენტებისათვის, სადაც ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრები, აგრეთვე ნებისმიერი თურქისთვის, რომელსაც ქართული ენის შესწავლა სურს. აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2012). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

