| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერნსტ ვიქტორ ფონ ლაიდენი![]()
Biography1880 წელს ფრიდრიხ თეოდორ ფონ ფრიხსთან ერთად დააარსა კლინიკური მედიცინის ჟურნალი "Zeitschrift für klinische Medizin", 1881 წელს კი "Gesellschaft für innere Medizin". იგი მკურნალობდა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ III-ს (ხორხის კიბო). 1894 წლიდან იგი იყო რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის მკურნალი ექიმი, შესაბამისად ჩამოვიდა საქართველოში, აბასთუმანში, სადაც რუსეთის იმპერატორი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. 1894 წელს ერნსტ ვიქტორ ფონ ლაიდენი დაჯილდოვდა წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით. მის სახელს უკავშრდება არაერთი კვლევა ტუბერკულიოზისა და ნევროლოგიური დაავადებების, ასევე პირველი საერთაშორისო კიბოს კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ჰაიდელბერგში, გერმანიაში, 1906 წელს და კიბოს კვლევის პირველი საერთაშორისო ასოციაციის დაარსება ბერლინში 1908 წელს. კენიგსბერგის, სტრასბურგის და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი, მედიცინის დოქტორი. წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.138
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

