| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიდია ვასილევსკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული ინსტიტუტი 1931 წელს ბოტანიკოს-ანატომის სპეციალობით. 1932 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, 1948 წლიდან - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის ძირითად სამუშაო თემატიკას წარმოადგენდა წიწვიანების, კერძოდ, ფიჭვების ფისის სავალი სისტემის შესწავლა. სამუშაოს ატარებდა ლევან ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. სწავლობდა შავი ზღვის სანაპიროს ფიჭვების წიწვის ანატომიურ აგებულებას. საკუთარი კვლევების საფუძველზე მან დაადგინა, რომ კავკასიის რელიქტური ფიჭვებისათვის ერთერთ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ფისის სავალების არსებობა წიწვის ცენტრალურ ცილინდრში. კვლევებით დადასტურდა ფიჭვის წიწვისა და მერქნის ფისის სავალ სისტემას შორის კავშირის არსებობა. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "კავკასიური ფიჭვების ანატომიური დახასიათება" (1933); "ფიჭვის წიწვის გამტარ ძარღვში ფისის სავალების არსებობის შესახებ" (1936); "შავი ზღვის სანაპიროს ფიჭვების წიწვის ანატომიური აგებულება" (1946). ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წიწვისა და ტოტის ფისის სავალების ანატომიური კავშირი გვარ Pinus-ში /ზოგიერთი ფიჭევის წინვის აგებულების საფუძველზე შედგენილი სარკვევის დანართით/", დაიცვა 1945 წელს. წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.76-81
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

