The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა ტატიშვილი

მარიკა ტატიშვილი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1965  (60 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის კვალიფიკაციით 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ტექნიკური თარჯიმანის (ინგლისური ენა) სპეციალობით 1992 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული გეოფიზიკის ინსტიტუტის დოქტურანტურა 2006 წელს.

1992-2006წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ღრუბლების ფიზიკის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილება, განყოფილების გამგე; 2017-2026წწ. განათლების და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისის განვითარების ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოფიზიკოსი, ფიზიკის  დოქტორი (2006). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონვექციური ღრუბლების ნალექწარმოქმნის ეფექტურობა", დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ გეოფიზიკის ინსტიტუტში 2006 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: