| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ხვედელიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის დოქტურანტურა. 1974-1984წწ. იყო ქ. თბილისის კეთილმოწყობის და დიზაინის სამმართველოს საპროექტოს უფროსი არქიტექტორი; 1986-1990წწ. საქართველოს მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებული საპროექტო საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიუროს სპეციალიზებული საპროექტო საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ბიუროს დირექტორი; 1992 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2009წწ. ასოციაცია "ატუ" საპროექტოს უფროსი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურული ბიუროს მთავარი არქიტექტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხუროთმოძღვართა საერთაშორისო თანამეგობრობის განმტკიცების საქმეში 2022 წლის 28 სექტემბერს გადაეცა არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის მედალი. არქიტექტურის დოქტორი (2014), პროფესორი. სადისერტაციო ნაშრომის თემა - "დრამატული თეატრების აკუსტიკის საკითხები (თბილისის მაგალითზე)". წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

