| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს. 1944-1946წწ. მუშაობდა ბოლნისის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგად; 1946-1984წწ. ქ. თბილისის მე-3 სამშობიაროს მეან-გინეკოლოგად, სამეანო განყოფილების, საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელად; პარალელურად აბარებს გამოცდებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი პროფესორი პ. შუშანია, თემა: მეან-გინეკოლოგიის ისტორია საქართველოში). დაჯილდოებული იყო სამედიცინო საქმის წარჩინებული დიპლომით. რესპუბლიკის დამსახურებული პენსიონერი (1984). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.387-388 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

