The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია გიგაური

ნათია გიგაური
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1991  (35 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მათემატიკოსის ბაკალავრის ხარისხით 2013 წელს; ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრის ხარისხით 2017 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის კათედრის დოქტურანტურა 2019 წელს.

2013-2014წწ. ინტერბიზნესის აკადემია, უმაღლესი მათემატიკის საფუძვლები, ლექტორი; 2014-2017წწ. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", საოპერაციო მართვის დეპარტამენტი, სპეციალისტი-პროცესის ანალიტიკოსი; 2017-2019წწ. შპს "ასსეკო-ჯორჯია", ანალიტიკა, ბიზნეს-ანალიტიკოსი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების დაბინძურების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, მეცნიერი-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 2012-2023წწ. მონაწილეობდა 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული პროცესების მართვის და მონაცემთა დამუშავების სფეროში. აკადემიური დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქ. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნიდან გაფრქვეული აეროზოლების გავრცელების რიცხვითი მოდელირება და მისი ეკოლოგიური შეფასება", დაიცვა 2019 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: