The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ მგელაძე

ნიკოლოზ მგელაძე
Date of birth:17 June, 1923
Date of death:19 April, 2005  (at 81 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1942 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-3 სამედიცინო სასწავლებელი ფერშლის სპეციალობით. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1942-1943წწ. იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის სან-ინსტრუქტორი; 1943 წლიდან ომის II ჯგუფის ინვალიდი; 1943-1954წწ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორის თანაშემწე; 1954-1962წწ. ქ. თბილისის მე-8 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1956-1962წწ. საქდაზღვევის მე-6 საექიმო პუნქტის გამგე; 1962-1972წწ. ორჯონიკიძის სახელობის რაიონის ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1972-1974წწ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-სტატისტიკოსი; 1974-1977წწ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1977-1980წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ორგ-მეთოდგანყოფილების სტატისტიკური კაბინეტის გამგე, აქვე (1980-1986) საავადმყოფოს პროფ-კომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1995წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს სტატისტიკური განყოფილების გამგე; 1995-2001წწ. აქვე- ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1975 წლიდან ქ. ორჯონიკიძის სახელობის სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი. არაერთხელ დაჯილდოებულა საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროსა და მედიცინის მუშაკთა რესპუბლიკური კომიტეტის სიგელით, ასევე საკავშირო ვეტერანთა საბჭოს მიერ ორი სიგელით. გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმი-ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი, სამედიცინო სტატისტიკოსი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.403-406

Member of Organizations

  • თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის საბჭო, დეპუტატი
  • თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის სასამართლო, მსაჯული

Awards and Honors

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: