| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ შრეტერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. დაიბადა ბალტიისპირელი გერმანელების ოჯახში. სპეციალური განათლება პეტერბურგისა და ბერლინის სამხატვრო აკადემიებში მიიღო. 1862 წელს დასავლეთ ევროპიდან პეტერბურგში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იგი აშენებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს რუსეთის იმპერიის ქალაქებში (მათ შორისაა დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სასახლე პეტერბურგში, 1867–1885). ვიქტორ შრეტერი განსაკუთრებით გატაცებული იყო თეატრების პროექტებით (კიევი, ირკუტსკი, ნიჟნი-ნოვგოროდი, თბილისი). განაახლა ხანძრით დაზიანებული მარიინსკის თეატრის ფასადი 1880-იან წლებში. ააგო ოდესის ვაგზლის შენობა. მიეკუთვნებოდა "რაციონალური ისტორიზმის" მიმდინარეობას. თბილისის სახაზინო თეატრის მშენებლობის მიზნით, 1876 წელს კონკურსი გამოცხადდა. ძველი თეატრი 1874 წელს ხანძარს ემსხვერპლა. კონკურსში მონაწილეობა ბევრმა არქიტექტორმა მიიღო, მათ შორის, ვიქტორ შრეტერმა, რომლის პროექტმა გაიმარჯვა და დაიწყო კიდეც "სახაზინო თეატრის" მშენებლობა. პეტერბურგში ცხოვრების გამო, ვიქტორ შრეტერი სამშენებლო სამუშაოებს ვერ მეთვალყურეობდა, ამიტომ მთავარ არქიტექტორობაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად მშენებლობას ოტო სიმონსონი ზედამხედველობდა. 1886 წლიდან თეატრის მშენებლობის სათავეში ალბერტ ზალცმანი ჩაუდგა. თეატრის მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი 1896 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. რუსეთის იმპერიაში მოღვაწე გერმანული წარმოშობის არქიტექტორი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი და პროფესორი. მისი პროექტით აგებულ შენობათა შორისაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი (1880–1896). წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.185
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

