| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნეკეიძეები, ხულოს მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. შრომითი საქმიანობა პედაგოგობით დაიწყო, ხულოს რაიონის სოფელ აგარაში გეოგრაფია-ბიოლოგიას ასწავლიდა; შემდეგ სოფელ ეგეიძეებში კომკავშირის კომიტეტის მდივნად აირჩიეს; 1987-1995წწ. იყო ბათუმში, კომპანია "ლუქსში" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-1999წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 1999 წლიდან საცხოვრებლად წალკის რაიონში გადავიდა, სადაც გარკველი პერიოდი ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა. 2005 წლიდან მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაიწყო მუშაობა; 2006 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს; 2011 წლის მარტიდან აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.160
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

