| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კორძახია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1970 წელს; მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის ასპირანტურა სპეციალობით ატმოსფერული პროცესების მოდელირება 1975 წელს. 1977-1996წწ. იყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ამინდის პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1996-2006წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი: 1996-1998წწ. კლიმატის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1998-2004წწ. უცხოეთთან ურთიერთობის და პოლიტიკის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2004-2006წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2011წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიის განყოფილების უფროსი; 2006-2019წწ. გარემოს ეროვნული სააგენტო: 2006-2007წწ. სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2007-2014წწ. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2014-2019წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი-მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს გარემოს პროგრამა, გაეროს კულტურისა და მეცნიერების ორგანიზაცია, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისი საბჭო, ევროპის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ჩარჩო პროგრამის სხვადასხვა პროექტების, ნატოს პროგრამა მშვიდობისათვის, კლიმატის ტექნოლოგიების სამეცნიერო ქსელის და სხვა) 50-ზე მეტ სამეცნიერო პროგრამისა და პროექტის შესრულებაში; მონაწილეობდა ამ ორგანიზაციების სიმპოზიუმების, სამეცნიერო კონფერენციების და სესიების მუშაობაში. იყო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების სექციების, სესიების თავმჯდომარე. წაკითხული აქვს ლექციები და სამეცნიერო მოხსენებები ევროპისა და აზიის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში და უნივერსიტეტებში; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 6 სამეცნიერო მონოგრაფია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრი, როგორც რეგიონალურ ასევე ეროვნულ დონეზე. ფიზიკის აკადემიური დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

