The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო შავიშვილი

ნინო შავიშვილი
Date of birth:28 January, 1961  (65 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1987 წელს; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა სპეციალობით - მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია 2009 წელს.

1984-1987წწ. ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ჰიდროლოგიის განყოფილება, ტექნიკოსი; 1987-1995წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება, ინჟინერი; 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება მთავარი სპეციალისტი, მეცნიერ თანამშრომელი; 2007 წლიდან თბილისის 150-ე საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2015-2017წწ. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში უნივერსიტეტებში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე, კითხულობდა ლექციების კურსს შემდეგ დისციპლინებში: რეკრეალოგია და კურორტოლოგია, ეკოლოგიური ტურიზმი, ტურიზმის ბიზნესის საფუძვლები, ტუროპერეიტინგი, ექსკურსიათმცოდნეობა. მონაწილეობს სხვადასხვა გრანტსა და პროექტში. არის საქართველოს გეოგრაფიის მასწავლებლების ასოციაციის გამგეობის წევრი. 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი (2009), ასოცირებული პროფესორი (2015).

სადისერტაციო თემა - "თრიალეთის მთიანი მასივის კლიმატურ-რეკრეაციული რესურსები და ტურისტული პოტენციალის შეფასება".

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი

Share: