| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დააამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლიგვისტიკის განყოფილება 1966 წელს; ასპირანტურა 1969 წელს. 1970-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ექსპერიმეტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1995წწ. ექსპერიმენტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2006წწ. ექსპერიმენტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1997-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის დოცენტი; 2007-2011წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერებისა და ფონეტიკის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი; 2008-2016წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი; 2011-2014წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2014-2025წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ექსპერიმენტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2016-2025წწ. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2024-2025წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი; 2021-2025წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საენათმეცნიერო პერიოდული ჟურნალის "ენათმეცნიერების საკითხების" რედაქტორი; მისი ნაშრომები და მოხსენებები ეხება ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის საკითხებს: ენათა სეგმენტური და სუპრასეგმენტული ერთეულების შესწავლას, ბგერითი შემადგენლობის დადგენასა და პროსოდიული თავისებურებების გამოვლენას არტიკულაციური, აკუსტიკური და პერცეფციული ფონეტიკის მეთოდებით; ექსპერიმენტულ-ფონეტიკური კვლევა ჩატარებული აქვს ქართველ, კავკასიელსა და ინდოევროპული ენების მასალაზე. ფილოლოგი-ლინგვისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

