| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მაზიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2006 წელს; მაგისტრატურა (ანგლისტიკა) 2009 წელს. 2014-2016წწ. იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რ. სტურუას მრჩეველი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საკითხებში; 2016 წლიდან საქართველოში პირველი თანამედროვე ბალეტის დასის დაარსების ინიციატორი (მ. ალექსიძესთან ერთად) და გ. ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დირექტორი; დაჯილდოებულია დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლით და საპატიო დიპლომით (რომი, იტალია) (2023); შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების გამარჯვებული (2016, 2018); ავტორია სამი მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის (ქართულ, ინგლისურ ენებზე) პოსტმოდერნიზმის, პოსტჰუმანიზმის, ტომ სტოპარდის, უილიამ შექსპირის, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის და თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში შექსპირის შემოქმედების რეცეფციის შესახებ; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში; სამეცნიერო ჟურნალისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების კრებულების სარედაქციო კოლეგიის წევრი; სამეცნიერო-სახელოვნებო გამოცემების შემდგენელ-რედაქტორი; მრავალი საერთაშორისო, რეგიონალური და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი; 2013-2016წწ. ავტორი და ხელმძღვანელი საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სახელოვნებო პროექტების ციკლისა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლებსა და თეატრებს დააკავშირა. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ქართული შექსპირიანას შესახებ. მათ შორის "რობერტ სტურუას იულიუს კეისარი (ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან)" (2015); ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით შთაგონებული ფილმი-ბალეტი – "ლუჩიას ოთახი" (2020); "მარიჯანის ოთახი წაღვერში" (2021) და "მზიანა" (2022); "ლუჩიას ოთახის" პრემიერა დუბლინში, ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, "ბლუმსდეი" ფილმის ფესტივალზე (Bloomsday Film Festival 2022) გაიმართა და Best International Joycean კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა (Special Mention) მოიპოვა; 1999-2011წწ. სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი; 2005 წლიდან ანსამბლ "შავნაბადას" მომღერალ-მგალობელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი (ინგლისური ფილოლოგია, 2012); 2010-2015წწ. ინგლისური ლიტერატურის მიწვეული ლექტორი; 2015 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2019-2020წწ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი (პოსტდოქტორანტურა); ასოცირებული პროფესორი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

