| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გულჩინა კუჭავა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ანალიზური ქიმიის სპეციალობით1980 წელს; მოსკოვის ვ. ი. ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1974-2005წწ. ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორია, ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 2005-2019წწ. გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია, მთავარი სპეციალისტი (ხარისხის მენეჯერი); 2005 წლიდან საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2017წწ. მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო პროექტებში როგორიცაა: NATO სამეცნიერო პროგრამა–სამხრეთ კავკასიის მდინარეთა მონიტორინგის პროექტი; "DEMMS" საქართველო-ფინეთის პროექტი–გარემოს მონიტორინგისა და მართვის სისტემების განვითარება საქართველოში; TACIS – ევროკავშირის პროექტი: ტრანს-სასაზღვრო მდინარეთა მართვა მდ. მტკვრის აუზისათვის – სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი; საქართველოს წყლები – "წყლის მონიტორინგის და მენეჯმენტის სიტემების დანერგვა საქართველოში" - საქართველო-ფინეთის პროექტი; "საქართველოში რისკის ქვეშ მყოფი წყლის ობიექტების წყლის დაცვის გაძლიერება ჩამდინარე წყლების ხარისხის მაკონტროლებელი სისტემისა და მონიტორინგის მეშვეობით". არის 2024 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-23–6375 ფუნდამენტური კვლევების გამარჯვებული გრანტის "ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით"- სამეცნიერო ხელმძღვანელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის აკადემიური დოქტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

