The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა მრევლიშვილი

ნანა მრევლიშვილი
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს; ასპირანტურა 1996 წელს.

1992-1994წწ. იყო მცხეთის სამხარეო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1992–1996წწ. ჰუმანიტარული აკადემიის ლექტორი; 1998-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართვე­ლოლოგიური სკოლის ცენტრის ქართული ენის მასწავლებელი; 2001-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-საზღვარგარეთული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ თანა­მშრომელი; 2006-2022წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 2010-2011წწ. თბილისის დ. აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018-2022წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვე­ული ლექტორი; საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2008); საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2022), საქართველოს უნივერსიტეტის ქართული მედიევისტიკა – ენისა და ლიტერატურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი (2025). მისი სამეცნიერო ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ქართული მედიევალური მწერლობის (ორიგინალური და ნათარგმნი) საკითხებს: სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად იგი არის ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენ­ტირებული ლექსიკონის I-II ტომის ერთ-ერთი შემდგენელი (2010); ქართული მწერლობის კვლევის მიმართულებით კი გამოქვეყნებული აქვს სტატიები: იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამების" სტრუქტურულ-კომპოზიციური თავისებურება (2012); საღვთისმეტყველო-თეოლოგიურ ტერმინთა ძირითადი სტრუქტურული მოდელები გიორგი მთაწმინდელთან (2014); სივრცის ონტოლოგიური კატეგორია და აგიოგრაფიული ტექსტი იოანე საბანისძის "აბოს წამების" მიხედვით (2016); რწმენა, ცოდნა და განათლების სისტემა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" (2018); "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების" სტრუქტურულ-კომპო­ზიციური თავისებურება (2021), "წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი" თუ "წმიდანი იგი ნაწილნი მოწამეთანი" შუშანიკის წამების ერთი იკითხვისის დაზუსტებისათვის (2024) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2001),  პროფესორი. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: