The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კორინთელი

გივი კორინთელი
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1988  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1941-1945წწ. ომის დროს იბრძოდა: სამხრეთ-დასავლეთისა და სტალინგრადის ფრონტებზე, ორიოლსკის მიმართულებით, ცენტრალურ და პირველ ბელორუსიის ფრონტებზე საბჭოთა საოკუპაციო ჯარების შემადგენლობაში. მძიმე ჭრილობის მიღების გამო დემობილიზებულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებიდან 1946 წელს. 1946-1949წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი; 1949-1953წწ. იყო ამავე ინსტიტუტის კლინიკური სტაციონარის გამგე; 1953-1957წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკადემიკოს გრ. მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1961წწ. ამავე ინსტიტუტის დონორთა განყოფილების ხელმძღვანელი; 1961-1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიური ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1962 წელს (კონკურსით) მუშაობა განაგრძო ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ელექტროგრაფიის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1962-1988წწ. ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; იყო თეორიულ - პრაქტიკული მნიშვნელობის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაც უმეტესობა ინსტიტუტის კრებულშია დაბეჭდილი. შრომები ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. იგი აქტიურად მონაწილეობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გაფართოებულ სამეცნიერო სესიის მუშაობაში ქალაქებში: თბილისი, კიევი, მოსკოვი და სხვა; ასევე მონაწილეობდა თბილისის კარდიოლოგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ყველა სამეცნიერო ექსპედიციაში (1947-1951) და აწარმოებდა ჰიპერტონიული სნეულებით შეპყრობილ ავადმყოფთა აღრიცხვასა და შესწავლას სხვადასხვა რაიონში. იგი შესანიშნავი დონორთა კადრების დაკომპლექტების საქმის ორგანიზატორი იყო. ხუთი საომარო ორდენითა და მედლებით იყო დაჯილდოებული, ასევე, უმაღლესი მთავარსარდლის ი. სტალინის 2 პირადი მადლობით. ცნობილი ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიატო დისერტაციის თემა - "ჰიპერტონიული სნეულების მკურნალობა სალსილინ-ნოვოკაინის ნარევით", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.439-440


გააზიარე: