| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაილი კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ექსპერიმენტული ფიზიკის სპეციალობით 1977 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1977-1978წწ. რუისპირის სეტყვასთან ბრძოლის გასამხედროებული სამსახური, რადიოლოკაციის განყოფილება, რადიოლოკაციის ინჟინერი; 1978-1981წწ. ხელოვნური დაწვიმების ექსპერიმენტული ბაზა "იორი", აქტიური ზემოქმედების განყოფილება, ზემოქმედების ინჟინერი; 1981-1992წწ. ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო კვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ღრუბლების ფიზიკის განყოფილება, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1992-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ღრუბლების ფიზიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2014-2014წწ. სსიპ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარების ხელმძღვანელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრი, რედკოლეგიის მდივანი. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

