| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე სოკოლოვსკი![]()
Biographyაჭარაში სამედიცინო სამსახურის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ექიმი ივანე სოკოლოვსკი, რომელმაც მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს იღვაწა ბათუმში. 1903 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ის ასრულებდა ბათუმის ოლქის ექიმის მოვალეობას, თუმცა ადმინისტრაციული დატვირთვა არ უშლიდა ხელს პრაქტიკულ საქმიანობაში პირიქით, აქტიურად მუშაობდა ოტორინოლარინგოლოგიაში, ასევე სარგებლობდა თანამდებობრივი მდგომარეობით და ბათუმელ ექიმებს ხელს უწყობდა ზოგიერთი ჩანაფიქრის განხორციელებაში. ბათუმის ექიმთა საზოგადოებაში (რომლის წევრი და ერთხანს თავმჯდომარის ამხანაგიც იყო) გამოსვლის დროს ივანე სოკოლოვსკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ოლქის მოსახლეობის დაავადებიანობის შესწავლას, განსაკუთრებით მალარიას და თვლიდა, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ექიმთა ერთსულოვანი მოქმედებით, შრომის და სხვა საშუალებების კოოპერაციის გზით. იგი აქტიურად მონაწილეობდა განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ბრძოლის პროგრამების შედგენაში, მიუთითებდა ამიერკავკასიაში ამ დარგში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე და სვამდა ბათუმისა და მისი მიდამოების გაჯანსაღების საკითხებს. ივანე სოკოლოვსკი შედიოდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა ბათუმში ზღვის აბაზანების მოწყობის გეგმა. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.84-85
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

