| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნ. ივანოვი![]()
Biographyნ. ივანოვი 1911 წელს ბათუმის სამხედრო ჰოსპიტლის უფროს ორდინატორად დაინიშნა, იმავე წელს ის ექიმთა საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1916 წელს ჰოსპიტლის მთავარ ექიმად დააწინაურეს, სადაც უმძიმეს წლებში მოუხდა მუშაობა. ეს იყო ინგლისელთა და თურქთა ოკუპაციის წლები. მიუხედავად ამისა, ნ. ივანოვი ყოველმხრივ ცდილობდა ახლოს ყოფილიყო ბათუმელ ექიმებთან და ექიმთა საზოგადოებასთან, კითხულობდა მოხსენებებს, განსაკუთრებით ბათუმში სანიტარული წესების დაცვის და გაჭუჭყიანებასთან ბრძოლის საკითხებზე. მის ინტერესებში შედიოდა აგრეთვე მალარიის შესწავლა და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ თემაზე მან მრავალი მოხსენება მოამზადა და წაიკითხა მალარიის სექციის სხდომებზე, აღწერა ატიპური შემთხვევები, ასევე აკეთებდა სამხედრო ჰოსპიტალში 1911-1912 წლებში გატარებული ავადმყოფების მეცნიერულ ანალიზს. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.84-85
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

