The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური ლოსაბერიძე

კუკური ლოსაბერიძე
ოფიციალური სახელი:ვარლამ ლოსაბერიძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1990  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ფარმაცევტული ინსტიტუტი 1949 წელს პროვიზორის კვალიფიკაციით.

1949-1951წწ. საქართველოს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს სამრეწველო-სავაჭრო განყოფილების გალენური ლაბორატორიის გამგე; 1951 წელს ქ. თბილისის ფარმაკო-ქიმიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი ფარმაკო-ქიმიკოსი; 1951 წელს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ქ. ქუთაისის სარაიონთაშორისო კანტორის მე-5 აფთიაქის მმართველი; 1951-1953წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ქ. ქუთაისის საოლქო კომიტეტის ადმინისტრაციული განყოფილების ინსტრუქტორი; 1953-1954წწ. მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ქ. ქუთაისის სარაიონთაშორისო კანტორაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა; საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო მრეწველობის მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის ცვლის უფროსი (1954); 1954-1955წწ. მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ქ. ქუთაისის სარაიონთაშორისო კანტორის მე-8 აფთიაქის მმართველი; 1956-1960წწ. ქ. ქუთაისის საკონტროლო ლაბორატორიის ქიმიკოს-ანალიტიკოსი და საავტომობილო ქარხნის მედნაწილის საავადმყოფოს აფთიაქის გამგე; 1960-1962წწ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სააფთიაქო კანტორის ჯავის რაიონული აფთიაქის მმართველი; 1962-1966წწ. ქ. თბილისის 43-ე აფთიაქის მმართველი; 1966-1973წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ფარმაცევტული ფაბრიკის "ჯანმრთელობა" დირექტორი; 1973-1976წწ. ქ. თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის ცენტრალური საქარხნო-ლაბორატორიის უფროსი; 1976-1989წწ. მთავარი სააფთიაქო სამმართველოს ქ. თბილისის მე-5 აფთიაქის გამგე; 1989-1990წწ. ქ. თბილისის პირველი აფთიაქის უფროსი პროვიზორი; 1990 წელი ქ. თბილისის ცენტრალიზებული ცნობათა ბიუროს უფროსი; არის რამდენიმე მეცნიერული ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებული იყო მრავალი მადლობით, სიგელითა და მედლით. პრაქტიკოსი პროვიზორი, ჯანდაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.449-452


გააზიარე: