The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიანა ქართველიშვილი

ლიანა ქართველიშვილი
Date of birth:5 May, 1949  (77 years)
Category:Geographer, Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია, კლიმატოლოგიის სპეციალობით 1971 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 1999 წელს.

1972-1985წწ. იყო ამიერკავკასიის ზონალურ-ექსპერიმენტალური დაპროექტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამშენებლო ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ზოგადი და გამოყენებითი კლიმატოლოგიის განყოფილების განყოფილების უფროსი; 1999 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს: ტურიზმი, კლიმატი, გარემოს დაცვა, ეკოტურიზმი, კურორტოლოგია; მის მიერ საქართველოში პირველად განსაზღვრა შენობების ირიბი წვიმების ზემოქმედებისაგან დაცვის რეკომენდაციები. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო შავი ზღვის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს  90 სამეცნიერო ნაშრომი, არის 10 მონოგრაფიის ავტორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირიბი წვიმების განაწილებათა დახასიათება საქართველოს პირობებში", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კომპლექსური კლიმატური პარამეტრების განაწილებათა კანონზომიერებანი საქართველოს ტერიტორიაზე და მათი სამშენებლო პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.259-260; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1972-)

Bibliography


Share: