| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ხორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოლოგიის ფაკულტეტი 1998 წელს. 1998 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. ფოთის მე-2 საშ. სკოლაში, სადაც 15 წელი იმუშავა. 2004-2005წწ. წარმატებით დაასრულა პედაგოგთა პროფესიული გადამზადების პროგრამის, მოზარდთა ფსიქოლოგიის, კომფლიქტოლოგიის სამართლ მცოდნეობისა და კომპიუტერული სწავლების ხუთ თვიანი სწავლების სასწავლო კურსი, რისთვისაც გადაეცა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის მიერ სერთიპიკატი. გავლილი აქვს ტრენინგ კურსები და მიღებული აქვს სერთიფიკატები. 2009-2010წწ. როგორც საუკეთესო პედაგოგს, სასწავლო პროცესში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის, განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა ნელი გეგეშიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის პრემიით და მე-3 ხარისხის დიპლომით; ამავე წელს გადაეცა ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება; 2010-2012წწ. წარმატებით ჩააბარა პედაგოგთა სასერთიფიკატო გამოცდა; 2012-2014წწ. დაინიშნა ქ. ფოთის N-12 საჯარო სკოლის დირექტორად; 2014-2015წწ. დაგეგმილ სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებსა და კონკურსებში, რამდენჯერმე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით; 2015 წელს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ გადასცა სერთიფიკატი, როგორც წლის საუკეთესო პედაგოგი. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.177 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

