| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კისელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 1883 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში: საიმპერატორო სამხედრო სამედიცინო აკადემიის ბავშვთა დაავადებათა კლინიკაში, შემდეგ კი პათოლოგად სანქტ-პეტერბურგის ბავშვთა სახლის დისექციურ განყოფილებაში. 1890 წელს გადავიდა მოსკოვში და მუშაობდა წმინდა ოლგას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში (მოგვიანებით პირველი ტუბერკულოზის საავადმყოფო). 1892-1910 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. 1910 წლიდან გახდა ლექტორი, შემდეგ პროფესორი და უმაღლესი ქალთა კურსების ბავშვთა კლინიკის დირექტორი (24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას). ალექსანდრე კისელს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი რევმატიზმის, მალარიის, ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებების, ინფექციური სიყვითლის, ტუბერკულოზის კლინიკური გამოვლინებების შესახებ. თავის სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში მან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დაავადებათა პრევენციას. ის ემხრობოდა ბავშვთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, მათთვის სათანადო მოვლისა და კვების რეჟიმის შექმნას და ახალშობილებისთვის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო BCG ვაქცინაციის პოპულარიზაციას. მან ორგანიზება გაუწია პედიატრიის რამდენიმე კონგრესსა და კონფერენციას. 1889-1913 წლებში იყო მოსკოვის პედიატრთა საზოგადოების მუდმივი თავმჯდომარე და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკის მეანობის, ქალთა და ბავშვთა დაავადებათა კათედრის პროფესორი (1925-?). ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ცენტრალური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი (1927). ალექსანდრე კისელმა შეიმუშავა ბავშვებში ქრონიკული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის თეორია. მან ორგანიზება გაუწია სსრკ-ში ბავშვთა რევმატოლოგიის პირველ კლინიკას, რომელსაც 1934 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. აკადემიკოსი ალექსანდრე კისელი აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის ექიმთა საზოგადოების მუშაობაში. 1911 წლის 18 მაისს ექიმთა საზოგადოებისა და სოფლის მეურნეობის საზოგადოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდა მოსკოვის ფიზიოთერაპიული საზოგადოების 33 წარმომადგენელი, ექიმები, რომელთაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე კისელი. სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხები: "ბათუმის კლიმატის გავლენა ტუბერკულოზის მიმდინარეობაზე", "ბათუმის მხარის მნიშვნელობა", "კურორტ ბათუმის განვითარება" და სხვ. ალექსანდრე კისელმა მაშინ აღნიშნა, რომ "ბათუმს დიდი მომავალი აქვსო, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო მისი ცუდი ისტორიული რეპუტაციის შეცვლა, საჭირო იყო ჭაობებისაგან ქალაქის გათავისუფლება და მალარიის შემცირება". ამიტომაც მიესალმა იგი ბათუმში სამალარიო სადგურის გახსნას, რომელსაც უნდა მოეხდინა საშიში დაავადების წინააღმდეგ ყველა ძალების გაერთიანება. ბათუმის ოლქის კლიმატოლოგიას, ბათუმის და მისი შემოგარენის საკურორტო მნიშვნელობას მრავალი დაავადების სამკურნალოდ ალექსანდრე კისელმა 10 სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის გამოირჩევა ვრცელი ნაშრომი "რუსეთის კურორტების (შავიზღვისპირეთი და კავკასია) თანამედროვე მდგომარეობის ნარკვევი", რომელიც პირადი შთაბეჭდილებების საფუძველზე დაიწერა. აქ შავი ზღვის საკურორტო რესურსების გარდა, განხილულია კლიმატურ-გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები, როგორც აჭარის ხეობის, ასევე ართვინის მაშინდელი ოლქის, ამიტომ ამ ნაშრომს დიდი მნიშვნელობა აქვს. ალექსანდრე კისელი მომდევნო წლებშიც არ წყვეტდა კავშირს ბათუმელ ექიმებთან. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფოსფორის მინიმალური დოზების ზემოქმედების ქვეშ მზარდი ცხოველების ძვლებში პათოლოგიური და ანატომიური ცვლილებების შესახებ", დაიცვა 1887 წელს სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.97-98 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

