The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგა ვალიშვილი

გოგა ვალიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ვალიშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1962  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს; ასპირანტურა 1991 წელს.

1991 წლიდან მუშაობდა ქ. მოსკოვის ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში; 1992-1999წწ. დაბრუნდა სამშობლოში და თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სამეცნიერო-კელევითი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნეიროქირურგად მუშაობდა; 1999-2005წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის წამყვანი სპეციალისტი; 20005 წელს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოწვევით ქ. ბათუმის რესპუბლიკურ სავადმყოფოში წამყვან ნეიროქირურგად დაინიშნა; 2008 წელს როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ნეიროქირურგი, თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისდ აღჭურვილ შპს ჯანმრთელობის ცენტრ "მედინა"-ში ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მიიწვიეს. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების კომპლექსური მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.180


გააზიარე: