The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლარისა შენგელია

ლარისა შენგელია
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1947  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1970 წელს; ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრის (მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) ასპირანტურა სპეციალობით თანამგზავრული მეტეოროლოგია 1977 წელს.

1970-1992წწ. ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიეროკვლევითი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების განყოფილება, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1882-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების განყოფილება, წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 2004-2011წწ. სსიპ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ამინდის პროგნოზების განყოფილება, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, პროექტის ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკის აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2021-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2003 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: