| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გელათი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა ქ. თბილისდუსტრიული ტექნიკუმის საამშენებლო ფაკულტეტი 1937 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942 წელს გაიწვიეს ომში. 1942-1945წწ. იბრძოდა ბრიანსკის, ბელორუსიისა და უკრაინის ფრონტებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული რაიხსტაგის აღებაში, რომლის კვამლით გამურულ კედელზე დატოვა ავტოფრაფი: "თბილისიდან - ბერლინამდე გამარჯვებით, ვახტანგ გიორგაძე, 1945 წლის 8 მაისი". მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტლებში : ქუთაისში (1946-1947, ჰოსპიტლის განყოფილების გამგედ), საბჭოთა ოკუპირებული ჯარების სამხედრო ჰოსპიტალში (1947-1951, გდრ), ქ. ხარკოვში (1951-1958, გარნიზონის ჰოსპიტალი). 1958 წლიდან მუშაობდა: საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში, ქუთაისის ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს სტაციონარის განყოფილების გამგედ, ქ. ქუთაისის პირველი საავადმყოფოს გაერთიანების მთავარ ექიმად, ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის დირექტორად, შინაგან საქმეთა სამმართველოს საექიმო ამბულატორიის უფროსად. ყველგან გამოირჩეოდა საუკეთესო ჯანდაცვის ორგანიზატორად და ექიმ-კარდიოლოგად. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც წლების მანძილზე იბეჭდებოდა საკავშირო, რესპუბლიკურ და საქალაქო ჟურნალებსა და გაზეთებში ნარკვევების, წერილების, კორესპონდენციების სახით. მოხსენებით წარსდგებოდა რესპუბლიკურ და საკავშირო მეცნიერულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე ქალაქებში: ხარკოვი (1957), ლენინგრადი (1963), წყალტუბო (1964), მოსკოვი (1965), მინსკი (1965), ვილნიუსი (1970), კიშინიოვი (1973), თბილისი (1964, 1967, 1972, 1974), ქუთაისი (1963-1983); ვ. გიორგაძის ნაშრომთა შორის რამდენიმე მონოგრაფია: "ძველი მსოფლიოს სამედიცინო ქრონიკები" (1971, თანაავტორი პროფესორი ლევან სანიკიძე), "ძველი და ახალი ქუთაისი" (ავტორთა ჯგუფი, 1973), "ჯანმრთელობის დაცვის მოამაგენი" (თანაავტორი, 1977), "მედიცინის ემბლემები" (თანაავტორი, 1979), "ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება" (1973), "კვალი ნათელი" (ფსიქიატრ ივანე სხირტლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, 1984), "ექიმის თანაშემწე და ავადმყოფი" (1975), "სანამ არ არის გვიან" (ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, 1987). იგი 4 რაციონალიზატორული წინადადების ავტორია, რომლებიც გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის საკითხებს ეძღვნება. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელში, ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი ინიციატივითა და მისივე ხელმძღვანელობით 1967 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე შეიქმნა მედიცინის ისტორიის ქუთაისის მუზეუმი, რომელსაც 1997 წელს მიენიჭა ბატონ ვახტანგ გიორგაძის სახელი, ხოლო საზოგადოება "ქუთაისელმა" გამოსცა ბროშურა სახელწოდებით "ღვაწლი მკურნალისა" (გამომცემლობა "საქართველო"-ს ქუთაისის ფილიალი, 1992 წელი). მიღებული ჰქონდა მთავრობის 20 ჯილდო მადლობების, ორდენებისა და მედლების სახით. ექიმი-კარდიოლოგი, უმაღლესი კატეგორიის ექმი ჯანდაცვის ორგანიზაციაში, მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის სამსახურის პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.501-506 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

