The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა გიორგობიანი

ლელა გიორგობიანი
Legal name:ლუბა გიორგობიანი
Date of birth:1 June, 1952  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქლუხორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს; ინტერნატურა 1976 წელს.

1976 წლიდან მუშაობდა საქართველოს მედრადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ექიმ-რენტროლოგად; 1977-2015წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი (ონც) - უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; ექიმ-რენტგენოლოგ-ტერმოგრაფისტად; 1985 წლიდან რეფლექსოთერაპიის და რეფლექსოდიაგნოსტიკის განყოფილების გამგედ; 1993-1995წწ. მუშაობდა ექიმ-რეფლექსოთერაპევტად ბავშვთა მე-10 პოლიკლინიკაში; 2001-2004წწ. საქართველო-ისრაელის "ექიმ გილის კლინიკა"-ში; 2009-2011წწ. ექიმ-რეფლექსოთერაპევტად მე-6 სადიაგნოსტიკო -სამკურნალო სამედიცინო ცენტრში; 2010-2014წწ. ექიმ რეფლექსოთერაპევტად, ვერტებროლოგ-მანუალისტად, კლინიკა "ხერხემალში" (თბილისი); 2013-2014წწ. შპს-სარეაბილიტაციო ცენტრი "მონადა"-ს კლინიკურ ხელმძღვანელად; 2014-2017წწ. სარეაბილიტაციო ცენტრ "სპინი"-ის ხელმძღვანელად და ექიმ რეფლექსოთერაპევტად, წერტილოვანი მასაჟის და მანუალური თერაპიის სპეციალისტად; 2017 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სარეაბილიტაციო ReavitaUGclinic-ის ხელმძღვანელად; 2022 წლიდან (შეთავსბით) ბალნეოლოგიის სამედიცინო რეაბლიტაციის და სპა-კუორტის ექიმ რეფლექსოთერაპევტად, აკუპუნქტურისტად. პედაგოგიური გამოცდილება: 2010-2020წწ- თსსუ მოწვეული პედაგოგი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტი, საგნებში-აკუპუნქტურა, აკუპრესურა, მანუალური თერაპია; 2011-2014წწ. AIB-ინტერბიზნეს აკადემია, მოწვეული პედაგოგი, ასოციირებული პროფესორი, აკუპუნქტურა, აკუპრესურა, მანუალურ თერაპიაში; რეაბილიტაციის ფაკულტეტზე; სხვადასხვა შპს-ების ბაზაზე ( "მატ", "ბიორეზონანსი" "XXI"-საუკუნე , და სხვა..) ჩინური "ტუინა" წერტილოვანი მასაჟის სწავლება; 1985-1992წწ. ექიმთა დიპლომის შემდგომი კურსის  "რეფლექსოთერაპია-აკუპუნქტურის" სწავლების კურსის ლექტორი "ჯენ-ძიუ" სამედიცინო ცენტრის ბაზაზე; 1993-2006წწ. კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის (ყოფ. ჩინური მედიცინის ინსტიტუტის) აკუპუნქტურის კათედრის ლექტორი და კლინიკური აკუპუნქტურის კაბინეტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან "რეფლექსოთერაპიის" სასერტიფიკაციო სახელმწიფო პროგრამის თანაავტორი და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი. ექიმი რეფლექსოთერაპევტი, თსსუ თბილისის სახელმწიშო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ლექტორი, მედიცინის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ორგანიზმის ფუნქციური სტატუსის შეფასება ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობის დროს, გაზგანმუხტვითი ვიზუალიზაციის კომპიუტერული მეთოდით", დაიცვა 2008 წელს. 

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.187; analizi.ge


Share: