The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ კვესელავა

ვარლამ კვესელავა
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1927
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1996  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი, გეგეჭკორის რაიონი (ახ. მარტვილის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1961წწ. განაწილებით მუშაობდა ქ. მოსკოვის სამხედრო ნაწილის ექიმად; 1961-1978წწ. ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი-კარდიოლოგად; 1978-1996წწ. ქ. თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგედ და ამავე კლინიკის ტოქსიკოლოგად, პარალელურად მუშაობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების ექიმ-ტოქსიკოლოგად. მინიჭებული ჰქონდა კარდიოლოგის, თერაპევტისა და ტოქსიკოლოგის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია. ექიმი-კარდიოლოგი, თერაპევტი, ტოქსიკოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.521-522

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: