The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ანდრიაძე

ალექსი ანდრიაძე
Date of birth:8 August, 1917
Date of death:1 December, 1985  (at 68 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1940-1946წწ. გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1940-1943წწ. მუშაობდა სანინსტრუქტორთა სკოლის ლექტორად ინფექციურ, შინაგან და ფიზიოლოგიურ დისციპლინებში ქალაქებში: თბილისი, ლენინაკანი, ბაქო; 1943-1946წწ. ამიერკავკასიის სამხედრო საოლქო 367-ე ევაკოჰოსპიტლის ოფიცერთა თერაპიული განყოფილების ორდინატორად; 1946-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1959-1965წწ. აქვე, კლინიკური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელად; 1965-1966წწ. აქვე სამეცნიერო პოლიკლინიკური განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლად, ამავე განყოფილების გამგედ (1966-1974); 1974-1977წწ. სირიის დასავლეთის 4 რაიონის ექიმად, სადაც საბჭოთა სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა წყლის რესურსების შესწავლა; 1977-1979წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-პოლიკლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1979-1985წწ. საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი - კარდიოლოგი. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორის 1 გამოგონებაა - "ვენა ფიქსატორის შესახებ". აქტიურად იყო ჩაბმული ინსტიტუტის საზოგადოებრივ საქმიანობაში, სამჯერ მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ექსპედიციებში, ჰიპერტონიული დაავადების გავრცელების შესწავლის მიზნით. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1954), დამსახურებული პენსიონერი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.529-530


Share: