The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა ინწკირველი

ლიანა ინწკირველი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1943  (82 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ფიზიკური ქიმიის სპეციალობით 1966 წელს; მოსკოვის ვ. ი. ვერნადსკის სახ. გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა ანალიზური ქიმიის სპეციალობით 1974 წელს.

1960 წლიდან მუშაობს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტიში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი): 1960-1971წწ. რადიომეტრიული ლაბორატორია, უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი; 1974-1980წწ. ჰიდრო-ქიმიური ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1982წწ. რადიომეტრიისა და ნორმირების ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგე; 1984 წლიდან ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების დაბინძურების მონიტორინგის და პროგნოზირების განყოფილება, განყოფილების გამგე. ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, ორგანიზატორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის აკადემიური დოქტორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ასოცირებული წევრი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: