| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისო გედევანიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა ინსტიტუტში. 1960 წელს წარმატებული გამოცდების შედეგად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის (ქ. ობნინსკი) ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მან პირველმა ჩამოაყალიბა საქართველოში სხივური თერაპიის დაგეგმარების სამსახური და დაამუშავა ონკოლოგიურ პაციენტთა სხივური მკურნალობის ოპტიმიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში, ონკოლოგიურ ავადმყოფთა სხივური თერაპიის ოპტიმალური სქემების დამუშავებაზე მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. არის 140 სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი პატენტის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რადიოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "როტაციული გამა-თერაპიის ეგმ-ს საშუალებით დაგეგმარების ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სიმსივნის რადიომგრძნობელობის პროგნოზირება თერმოგენეზის მიხედვით, მისი ზრდისა და რადიაციული ზემოქმედების პროცესში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.192 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

