The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა მოგელაშვილი

თინა მოგელაშვილი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1925
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 2003  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ ქარელის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საქაშეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1953წწ. იყო ქარელის რაიონის საშუალო სკოლის ექიმი; 1953-1964წწ. ქარელის რაიონის პოლიკლინიკა-საავადმყოფოს პედიატრი და ბავშვთა კონსულტაციის გამგე; 1964-2003წწ. ქარელის რაისაავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგე. მან კვალიფიკაცია აიმაღლა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში: პედიატრიის (1954, 1960, 1979), კვების (1969), სეფსისის (1984) ციკლზე. დაჯილდოებული იყო ბევრი მადლობითა და მედლით. პრაქტიკოსი ექიმი-პედიატრი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, რაიონის სახალხო მსაჯული.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.533-534

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქარელის რაიონის აღმასკომი და სადაბო საბჭო , მრავალგზის მოწვევის სახალხო დეპუტატი
  • ქარელის რაიონული აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის მუდმივი კომისია, თავმჯდომარე
  • ქარელის სადაბო საბჭოს აღმასკომი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ქარელის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1967 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
    ჯანმრთელობის დარგში გაწეული ღვაწლისთვის
  • სამკერდე ნიშანი "სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული"
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: