| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მახვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი თერაპევტის სპეციალობით 1896 წელს. 1896-1914წწ. ქ. თბილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოს ორდინატორი. ქ. თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მე-14 ქართული ლაზარეთის მთავარი ექიმი (ლაზარეთი განთავსებული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ შენობაში და ემსახურებოდა პირველ მსოფლიო ომში დაჭრილ მეომრებს); 1917 წლიდან ქ. სოხუმის საავადმყოფოს ორდინატორი. ახლად დამთავრებული ექიმი, უანგაროდ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - უკითხავდა ლექციებს ჰიგიენაში ქ. თბილისის "საზაფხულო პედაგოგიკის კურსების მსმენელ ქალ-ვაჟთ". ცნობილია მისი მეგობრობა ვაჟა-ფშაველასა და ცნობილ კომპოზიტორთან ზაქარია ფალიაშვილთან. პრაქტიკოსი ექიმი-თერაპევტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.535-537
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

