The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა ხიდეშელი

ვენერა ხიდეშელი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1999  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდეშლები, ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949 წელს ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაცია ონკოლოგიაში; 1949-1952წწ. ონის რაიონის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი-ონკოლოგია; 1953 წელს ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძის რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის ქირურგი-ონკოლოგია; 1953-1956წწ. ქ. მოსკოვის პ. გერცენის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორია; 1956-1962წწ. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძის რესპუბლიკური ონკოლოგიური სტაციონარის ქირურგი-ონკოლოგი; 1959 წელს კვალიფიკაცია გაიარა ონკოლოგიაში სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ქ. ლენინგრადის ონკოლოგიის ინსტიტუტში; 1963-1977წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1997წწ. ქ. თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რბილი ქსოვილებისა და ძვლის სიმსივნეების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მას ეკუთვნის 19 სამეცნიერო ნაშრომი; ოპერაციებს აკეთებდა მუცლის ღრუზე, სარძევე ჯირკვლებზე, ლიმფატიკურ აპარატზე, ფლობდა კიბოს დაავადებათა ობიექტური დიაგნოსტიკის ენდოსკოპურ მეთოდებს და სხვა. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დამსახურებული პენსიონერი პროფესორი (1998).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარის სხეულაკების კლინიკური მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების დროს", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.547-549

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დუშეთისა და ყაზბეგის რაიონების ონკოლოგიის სამსახური, კურატორი
  • ინსტიტუტის სახალხო კონტროლის ჯგუფის კლინიკური სამსახურის შემმოწმებელი სექტორი, თავმჯდომარე
  • ონის რაიონის სახალხო სასამართლო, სახალხო მსაჯული (1962-)

გააზიარე: