The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი უროტაძე

მერი უროტაძე
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 2004  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქ ხაშურის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აგარა, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1955წწ. იყოხაშურის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ბავშვთა ინსპექტორი; 1955-1962წწ. ხაშურის სამშობიარო სახლის ექიმი-პედიატრი; 1962 წელს დაბა სურამის ბავშვთა სანატორიუმ "მთის მზის" მთავარი ექიმი; 1962-2004წწ. ხაშურის რაიონის სამშობიარო სახლის ექიმი-ორდინატორი; პარალელურად (1984-1987) იყო ხაშურის რაიონის მთავარი  ექიმის მოადგილე ადმინისტრაციის დარგში; მან კვალიფიკაცია აიმაღლა ექიმთა დახელოვნების სპეციალიზაციის ციკლზე (1966, 1980), "მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალური საკითხების" ციკლზე  (1987, 1988); 1972 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიამ მიანიჭა მეან-გინეკოლოგის მეორე კატეგორია, შემდეგ  მეან-გინეკოლოგის პირველი კატეგორია. საქართველოს ჯანდაცვის კანონმდებლობის თანახმად მ. უროტაძეს ჩაბარებული ჰქონდა უნიფიცირებული სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა და მინიჭებული ჰქონდა ექიმ-სპეციალისტის "მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა" (სტაციონარის) წოდება (1999); წლების მანძილზე იყო ხაშურის რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე; მოსახლეობის წინაში სამედიცინო მომსახურეობის საქმეში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებული იყო მედლებით, სიგელითა და მადლობით. ექიმი მეან-გინეკოლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.563-564

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1984 - შრომის ვეტერანი
  • 1972 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1970 - მედალი "კეთილსინდისიერი შრომისთვის"

გააზიარე: