| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია კოტორაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის დოქტურანტურა კვების პროდუქტების ტექნოლოგიების სპეციალობით 2009 წელს. 1983 წლიდან იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მენიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2013-2024წწ. მანქანათმშენებლობისა და სატრასპოტო ფაკულტეტის კვების ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი; 2014-2024წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 89 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო. 2025 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სიგელით აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. მიღებული მაქვს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის საპატიო სიგელი, ვერცხლის მედალი მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე (1988). აკადემიური დოქტორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

