| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პანაიოტ სტავრიანიდი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი რადიო-ფიზიკოსის სპეციალობით 1965 წელს. 1965-1997წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი, ინფორმაციის ასახვისა და გარდაქმნის ლაბორატორია: 1965-1971წწ. I კატეგორიის ტექნიკოსი, III, II, I კატეგორიის ინჟინერი; 1972-1997წწ. წამყვანი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი; მეცნიერ-თანამშრომელი; 2014-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი, საინჟინრო ტექნიკური განყოფილება, ინჟინერი, 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილება, მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1997 წლებში, შეთავსებით მუშაობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის რადიოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც იკვლევდა ლაზერის და რენტგენის გამოსხივების ზემოქმედებას, ასევე საქართველოს ცენტრალურ ტელევიზიაში, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დანერგა აპარატურა გამოსახულების ელექტრული ფორმირებისათვის. მონაწილეობა მიიღო ავიაციური ინდიკატორების შექმნასა და სრულყოფაში, რომელიც დანერგილი იყო მოსკოვში ტუპოლევის სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროში, კოსმოსური მედიცინის ინსტიტუტში და სამხედრო-საჰარეო აკადემიაში, აგრეთვე ქ. ჟუკოვსკის საფრენო-საგამომცდელო ინსიტუტში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

