The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია კობახიძე

მაია კობახიძე
Date of birth:22 May, 1961  (65 years)
Category:Veterinarian, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნის კვალიფიკაციით 1982 წელს; საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი ვეტერინარი ექიმის კვალიფიკაციით 1984 წელს; დოქტურანტურა სპეციალობით-სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია.

საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი: 1984-1990წწ. ფრინველთა დაავადების შემსწავლელი განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1990-2009წწ. ეპიზოოტოლოგიის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებელი; 2009-2018წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ბიომრავალფეროვნება, ფიტოგენეტიკური რესურსების მონიტორინგი - ონსერვაცია და კულტივირება-გამოყენების ტექნოლოგიები, მეცნიერ- თანამშრომელი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მეცნიერ თანამშრომელი. 3 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის "პრაქტიკული ვეტერინარია", სარედქციო კოლეგიის წევრი (2008). 2008-2009წწ. ხელმძღვანელობდა ვეტერინარ ექიმთა გადამზადების კურსებს პირველ ვეტერინარულ კლინიკაში. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა რამოდენიმე სასწავლო-მეთოდური საშუალება და დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის. 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: