| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ჩიტაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1980 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, ტექსტოლოგიის სპეციალობით 1984 წელს. 1985–1991წწ. იყო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ინფორმაციის, პუბლიკაციისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1991–2006წწ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ემიგრანტული მწერლობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2006-2009წწ. ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 2009 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს კოლეგიის წევრი (2019). აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

