| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზოია ცხადაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. იკვლევს XX ს. ქართულ პოეზიას, ლირიკას ეპოქისეული რეცეფციების ფონზე და ე. წ. "დათბობის" პერიოდიდან წარმატებულ ხანას განახლებული ქართული ლექსისათვის. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები XX ს. ლირიკოსებსა და ქართულ საბავშვო პოეზიაზე, ლიტერატურული პრესის ისტორიასა და ქალაქურ პოეზიაზე. მონაწილეობდა საგრანტო პროექტში "ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა" (ტ. I-II, III). არჩეულია საბურთალოს რაიონის "ამაგდარ მოქალაქედ" (2012). მისი სტატიები ანა კალანდაძის შესახებ გამოქვეყნდა თურქეთში გამომავალ ჟურნალ "ფიროსმანში" (2008) და წიგნში: Handbook of Georgian Literature Edirid by Irma Ratiani, თავი 13. Romvmatiom of Modern Georgian Literature, 13.2. Zoia Tskhada, "Ana Kalandadze", ასევე მისი სტატიები გამოქვეყნებულია ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნებში: "ქრისტიანულ-მუსულმანური ურთიერთობები", ტ. XVIII, "საიათნოვა" (2018); ტ. XIX, "ალექსანდრე ჭავჭავაძე" (2019). ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge; facebook.com ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

