The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ლებანიძე

ზაზა ლებანიძე
დაბადების თარიღი:1950
გარდაცვ. თარიღი:2023  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოში იყო პირველი და ერთადერთი გეოლოგი, რომელმაც ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლში გამოიკვლია და შეისწავლა წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა - მარჯნის რიფები. დააგროვა და საქართველოში ჩამოიტანა მრავალფეროვანი მარჯნის უნიკალური ნიმუშები. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ოკეანოლოგი. პოეტ მურმან ლებანიძის შვილი.

წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.239; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge


გააზიარე: