| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა გობეჯიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ბაკალავრის ხარისხით, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს. 2005-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრატურის დეპარტამენტი, უფროსი ლაბორანტი; 2006-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებულ პროფესორი; 2019 წლიდან მუშაობს ენერგეტიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. არის 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი / თანაავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი (2013), პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

