| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე ზაუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ტექნოლოგიის ფაკულტეტი მინისა და სიტალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობოთ ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1990 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1996 წელს; გაიარა სასწავლო კურსები მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის და აკრედიტირებული ლაბორატორიებისთვის ანალიზისა და სინჯის აღების მეთოდების განუსაზღვრელობა 2019 წელს. 1990-2012წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლი; 2012-2024წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი; 2024 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2016–2024წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების გამოყენებას სამშენებლო საქმეში, გარემოს დაცვის მიზნით და სოფლის მეურნეობაში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, მონაწილეობს ეროვულ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში და ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში; დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით გაეროს მიერ დაწესებულ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფიზიკური ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2025). ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი მეზოფორული სორბენტის დაყოფითი თვისებების კვლევა აირადი ქრომატოგრაფიის მეთოდით", დაიცვა (2002) წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

