| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ზაქარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1991 წელს. 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროს მეცნიერ-თანამშრომლის და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია). 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია; 2018 წლიდან სრული პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ. ენდრიუს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი, 2001-2002), ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტში (ესპანეთი, 2005-2006) და კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (ავსტრია, 2009-2015). 2000-2004წწ. და 2007-20008წწ. სტუმრობდა ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტს, როგორც მიწვეული პროფესორი. 2022-2024წწ. ლექციებს კითხულობდა გრაცის უნივერსიტეტში (ავსტრია). 1998-2000წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი კანდიდატი და 2005-2006წწ. როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი დოქტორი. მიენიჭა საქართველოს საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის პრემია (2017). მისი ხელმძღანელობით შესრულდა 5 სადოქტორო დისერტაცია. სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებები: მზის და მზის ქარის ფიზიკა, მზე-დედამიწა კავშირები და კოსმოსური ამინდი, ვარსკვლავები და ეგზოპლანეტები, ტალღები და არამდგრადობები ასტროფიზიკურ პლაზმაში, დაკვირვებები დედამიწის ტელესკოპებიდან და კოსმოსური მისიებიდან. ორასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათგან 130 გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1997), სადოქტორო დისერტაცია (2004). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

